თათუნასთვის სასტუმროში დარჩენა შეიძლება სრულიად კომფორტული და მშვიდი იყოს, თუ წინასწარ სწორად მოვემზადებით. მცირე დეტალები დიდ როლს თამაშობს მათ ემოციურ მდგომარეობასა და ადაპტაციაზე.
რამდენიმე მარტივი რჩევა მშვიდი და სტრესისგან თავისუფალი დარჩენისთვის:
🐾 Შეგიძლიათ წინასწარ გვესტუმროთ — მოკლე ვიზიტი, შეხვედრა, ახალ სივრცესთან ხშირად ამცირებს შფოთვას.
🐾 თან გამოატანეთ ნაცნობი ნივთები — საყვარელი პლედი, სათამაშო ან საწოლი რომლის სურნელიც ოჯახს გაახსენებს.
🐾 გაგვიზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კვების რეჟიმი, ხასიათის თავისებურებები, ჩვევები რაც, ძალიან დაგვეხმარება ინდივიდუალურ ზრუნვაში.
🐾 Განშორებისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე — თათუნები ძალიან კარგად გრძნობენ პატრონის ემოციებს.
Და ბოლოს, სწორი მომზადება ნიშნავს მშვიდ, უსაფრთხო და ბედნიერ დასვენებას თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის 💚
ეს კი ქენდია, მის ოჯახთან ერთად სასტუმროს დათვალიერებისას. ქენდის ეგრევე მოვეწონეთ : ) და ყველა ჯერზე მშვიდად ცხოვრობდა.დღეს ქენდი მის საყვარელ ოჯახთან ერთად ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას ინდოეთში. ჩვენთან გატარებულ დღეებს კი სასიამოვნოდ იხსენებს : )
