როგორც მახსოვს 2023 წლის ივლისში დავიბადე. სამყაროს გაცნობა გადავწყვიტე და სრულიად შეთხვევით ავტოსარემონტოს კუთხეში აღმოვჩნდი, სადაც ძალიან სიმპატიურ მაღალ, სპორტული აღნაგობის ბიჭს მოვკარი თვალი.მივუცუცქდი და ეგრევე მივხვდი, რომ ეს იყო “ის”.
სწორედ იმ დღიდან იწყება, ჩემი ზღაპრული მოგზაურობა ჩემს სანდროსთან ერთად. მეც არ დავრჩი ვალში და სულით და გულით დავუგლიჯე, დავუხიე და გავუნადგურე ყველაფერი, რასაც შევწვდი და რაც შევძელი. მე ხომ სულ რაღაც 2 750 გრ. ვიყავი.
შემდეგ “თათუნების სამყაროს” სარეკლამო სახეო, დიასახლისიო, ყველა სტუმარს მე უნდა ვეფერო და ვეჩხუბოო. თქვენ უნდა გაგართოთო და ა.შ.
მოკლედ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სანდროს @Aleksandre Mosashvili, რომელიც, ძალიან, ძალიან მანებივრებს. ”ჩემს თათუნების სამყაროს”, ჩემს მეორე ოჯახს, თითოეულ თქვენგანს, ვინაც ჩემსავით “მოგზაური თათუნა” შეიფარა, გაახარა. ჩვენ ხომ ბევრი არ გვინდა, მხოლოდ თქვენი მოფერება და თბილი მზერა გვყოფნის.