ჩვენ შესახებ

“ერთნაირები ერთმანეთს იზიდავენო”  ჰოდა, ისეთი გუნდი გავერთიანდით, ვისთვისაც ბავშვობიდან თათუნები იყო თითქმის ყველაფერი. თავიდან იყო უბნის  თათუნებზე, ჩუმად ზრუნვა: ” არავინ შევაწუხოთ, რომ თათუნები  არ შეაწუხონ”. Ამ პარტიზანულ ბრძოლაში ვეტერინარიც ჩვენიანი გამოდგა, ჩვენი ვახო მამალაძე 🙏 და ამოვისუნთქეთ ყველამ შვებით.   😄

Ვახო და მისი კლინიკა დღესაც ჩვენს გვერდით დგას საჭიროების შემთხვევაში, რისთვისაც  მადლობას ვუხდით მათ🙏💝💝

შპს ვეტ ექსპრესი

ერთ მშვენიერ  გაზაფხულის უთენია დილასაც, მორიგ ჯერზე გაპარულებმა (გლდანში გორებზე, ჩვენი კონსპირაციული სივრცე😄) 13 თათუნასთან ერთად, დილის ყავის მადლმა იდეა მოგვაწოდა: “თათუნები ოფისების ნაცვლად” 13-ივე თათუნამ ერთხმად მოიწონა იდეა, ერთი პირობით :”ჩვენ, მუდამ თქვენ გვერდით ვართ, კონსპირაციული სივრცე არ იცვლება და ყველა ჯერზე მოგვიყვებით თქვენს მეტიჩარა თათუნებზე” 🤗

… და ორივე მხარე,  დადებულ პირობას პირნათლად ვასრულებთ 2023 წლის ივნისიდან💝💝💝

გამოცდილება

გუნდის წევრები, ბავშვობიდან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჩვენი გულშემატკივრები და მესაიდუმლეები იყვნენ სახლშიც და ეზოშიც. 🤗გავიზარდეთ და როლებიც შევცვალეთ. თითქმის 20 წელია გლდანის ერთ-ერთ უბანში,  ჩვენი საუკეთესო, უერთგულესი მეგობრები სწორედ თათუნები არიან, ერთად მრავალი ბრძოლა და გამარჯვება გვაქვს გასახსენებელი!

ისტორია

2023 წელი

🐶 ძაღლებისთვის სასტუმრო და ბაღი
📍 ერთი საერთო სივრცე
🎥 24/7 ვიდეო კონტროლი

2025 წელი

🐱 სასტუმრო ფისოებისთვის
🚐 ტრანსპორტირების სერვისი
🏡 3 განსხვავებული სივრცე
🌟 ერთი VIP ნომერი
🎥 24/7 ვიდეო კონტროლი

🐶 ძაღლებისთვის - ბაღი და გაუმჯობესებული სასტუმრო

2026 წელი

გაეშვა ჩვენი ვებგვერდი: www.tatunebissamyaro.ge 🙏💝

აირჩიეთ ჯავშნის მეთოდი