ჩვენ შესახებ
“ერთნაირები ერთმანეთს იზიდავენო” ჰოდა, ისეთი გუნდი გავერთიანდით, ვისთვისაც ბავშვობიდან თათუნები იყო თითქმის ყველაფერი. თავიდან იყო უბნის თათუნებზე, ჩუმად ზრუნვა: ” არავინ შევაწუხოთ, რომ თათუნები არ შეაწუხონ”. Ამ პარტიზანულ ბრძოლაში ვეტერინარიც ჩვენიანი გამოდგა, ჩვენი ვახო მამალაძე და ამოვისუნთქეთ ყველამ შვებით.
Ვახო და მისი კლინიკა დღესაც ჩვენს გვერდით დგას საჭიროების შემთხვევაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ
ერთ მშვენიერ გაზაფხულის უთენია დილასაც, მორიგ ჯერზე გაპარულებმა (გლდანში გორებზე, ჩვენი კონსპირაციული სივრცე) 13 თათუნასთან ერთად, დილის ყავის მადლმა იდეა მოგვაწოდა: “თათუნები ოფისების ნაცვლად” 13-ივე თათუნამ ერთხმად მოიწონა იდეა, ერთი პირობით :”ჩვენ, მუდამ თქვენ გვერდით ვართ, კონსპირაციული სივრცე არ იცვლება და ყველა ჯერზე მოგვიყვებით თქვენს მეტიჩარა თათუნებზე”
… და ორივე მხარე, დადებულ პირობას პირნათლად ვასრულებთ 2023 წლის ივნისიდან
გამოცდილება
გუნდის წევრები, ბავშვობიდან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჩვენი გულშემატკივრები და მესაიდუმლეები იყვნენ სახლშიც და ეზოშიც. 🤗გავიზარდეთ და როლებიც შევცვალეთ. თითქმის 20 წელია გლდანის ერთ-ერთ უბანში, ჩვენი საუკეთესო, უერთგულესი მეგობრები სწორედ თათუნები არიან, ერთად მრავალი ბრძოლა და გამარჯვება გვაქვს გასახსენებელი!
ისტორია
🐶 ძაღლებისთვის სასტუმრო და ბაღი
📍 ერთი საერთო სივრცე
🎥 24/7 ვიდეო კონტროლი
🐱 სასტუმრო ფისოებისთვის
🚐 ტრანსპორტირების სერვისი
🏡 3 განსხვავებული სივრცე
🌟 ერთი VIP ნომერი
🎥 24/7 ვიდეო კონტროლი
🐶 ძაღლებისთვის - ბაღი და გაუმჯობესებული სასტუმრო